3 მარტი დედის დღეა, გაზაფხულის პირველი დღესასწაული და გაზაფხულივით ლამაზი.
ვულოცავთ ამ ლამაზ დღეს ყველა დედას. ვუსურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, გახარებას, სიკეთეს.
შვილების სითბო და პატივისცემა არ მოგკლებოდეთ!
ჩვენი სკოლის ეზო ასეთი ლამაზი დიდი ხანია არყოფილა. თეთრად დათოვლილი ნაძვები თითქოს გვეუბნებოდნენ: ,,გამოდით, გამოდით, იხალისეთ და ჩვენც გავიხარებთ თქვენი სიხარულითო!"
ჰოდა, გაკვეთილების შემდეგ მართლაც ვიგუნდავეთ და ცოტა ლოყებდაწითლებულები სახლისაკენ გავიქეცით.
ლაშა