საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება N 79/ნ
2010 წლის 30 აგვისტო ქ. თბილისი
მოსწავლის ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ
,,ზოგადი
განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის
,,შ1ი” ქვეპუნქტის, 281-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ1” ქვეპუნქტისა და
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების
დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ”პ.ი”
ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :
1. დამტკიცდეს მოსწავლის ქცევის კოდექსი დანართის შესაბამისად.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
მოსწავლის ქცევის კოდექსი
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების საგანი - მოსწავლის ქცევის კოდექსი (შემდგომში, ,,ქცევის კოდექსი’’) არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე, სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს.
- ქცევის კოდექსი ხელს უწყობს სწავლისათვის ისეთი გარემოსა და პირობების შექმნას, სადაც მოსწავლე შეძლებს ცოდნის მიღებას, უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ღირებულებების ჩამოყალიბებას.
- სკოლა ვალდებულია, ყველა მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს გააცნოს მოსწავლის ქცევის კოდექსი.
- სკოლის შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლის ქცევის კოდექსს.
- ქცევის კოდექსის მიზანია, დანერგოს მოსწავლის ქცევის ერთიანი წესები.
- ქცევის კოდექსი ხელს უწყობს მოსწავლის მიერ საკუთარი ქცევის მართვას, მოსწავლეთა დისციპლინისა და ურთიერთპატივისცემის, სკოლაში კეთილგანწყობილი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს დამკვიდრებას.
- ქცევის კოდექსი ვრცელდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე სკოლის ყველა მოსწავლეზე.
- სკოლის დირექცია, მასწავლებლები, სკოლაში დასაქმებული სხვა პირები და მშობლები ხელს უწყობენ მოსწავლეს ქცევის კოდექსის დაცვაში.
თავი II. მოსწავლის ქცევის წესები
- მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.
- მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს.
მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.
მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი
მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით.
მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს
- მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე.
- გაკვეთილზე ყოფნისას, მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები.
- მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე.
- მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით.
- მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას
- მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად.
- მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას.
- მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე.
- მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას.
- მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით:
- ა) თამბაქოს ნაწარმი;
- ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას იარაღად;
- გ) სანთებელა ან ასანთი;
- დ) ალკოჰოლური საშუალებები;
- ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;
- ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული;
- ზ) აზარტული თამაშის საშუალებები;
- თ) უხამსობის ამსახველი ნივთები;
- ი) ნარკოტიკული საშუალებები;
- კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები.
- ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.
მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
მოსწავლეთა საზოგადოებაში
ქცევის ეტიკეტი
- ყოველთვის იზრუნეთ პირად სისუფთავეზე და იყავით მოწესრიგებული.
- არანაკლებ საჭიროა ძირითადი წესების დაცვა საკუთარ ოჯახში. გაკიცხვის ღირსია, ვინც გარეთ ზრდილობიანად იქცევა, ოჯახში კი უხეშობს.
- ბინაში წესრიგსა და სისუფთავეზე ზრუნავს ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის მოზრდილი ბავშვებიც.
- ოჯახის წევრებმა პატივი უნდა სცეთ ერთმანეთის ჩვევებსა და გემოვნებას.
- მისალმებისას ნუ გააკეთებთ ზედმეტ მკვეთრ მოძრაობებს.
- როდესაც ქალს ხელს ართმევთ, ქუდი უნდა მოიხადოთ ქუდი შეგიძლიათ მხოლოდ მაშინ დაიხუროთ, როდესაც ქალს ხელს გაუშვებთ.
- ხელის ჩამორთმევის დროს აუცილებელია ხელთათმანის გახდა (ქალისთვის აუცილებელი არ არის) ცალთითა ხელთათმანი აუცილებლად უნდა გაიხადოთ, მათში ხელის ჩამორთმევა მოუხერხებელია.
- ხელის ჩამორთმევის დროს ხელზე ხელის მოჭერა არ შეიძლება.
- როცა მისალმებას აპირებთ, ხელი ბოლო მომენტში უნდა გაუწოდოთ და არა ხელგაწვდილი წახვიდეთ შესახვედრად.
- ქუჩაში ჭუჭყიანი ფეხსაცმლით ნუ გახვალთ.ნუ ივლით ქანაობით, იარეთ წელში გამართული, მყარი ნაბიჯებით.
- ნუ გაიცინებთ ხმამაღლა, საზოგადოების თავშეყრის ადგილას გამომწვევად.
- ცხვირს ხმამაღლა ნუ მოიხოცავთ.
- მოერიდეთ ხელების ჟესტიკულაციას.
- საცხოვრებელ ბინაში ქუდით ნუ შეხვალთ.
- დაჯდომას ნუ იჩქარებთ. მოიცადეთ, ვიდრე ამას მასპინძლები შემოგთავაზებენ.
- ნუ წამოწვებით სავარძელზე ან დივანზე.
- საზოგადოებაში უარს ნუ იტყვით, თუ სიმღერა ან დაკვრა გთხოვეს.
- თუ გსურთ, თქვენთან მეზობლად მჯდომ პიროვნებას გაესაუბროთ, სხვას ზურგს ნუ შეაქცევთ. თუ რაიმე ისეთის თქმა გნებავთ რისი თქმაც ხმამაღლა არ შეიძლება, შესაფერის დროს დაელოდეთ.
- ეცადეთ საზოგადოებაში ყოფნისას ძირს არაფერი დაგივარდეთ, მაგრამ თუ ისეთი რამ მოხდა, ნუ აიღებთ მას, თუ ნივთი მნიშვნელოვანი ან ძვირადღირებული არ არის.
- საუბრისას თანამოსაუბრის ყურადღების მისაქცევად, მას მხარზე ან ხელზე ნუ შეეხებით, ასევე, ნუ დაიჭერთ მას ღილით.
- კარებში ჯერ ქალი უნდა გაატაროთ. გამონაკლისია მატარებლის, ავტობუსის და სხვა.ამ შემთხვევაში ქალბატონი უნდა გაატაროთ და დაეხმაროთ ადგილის დაკავებაში.გამოსვლისას კი-პირიქით ,ჯერ მამაკაცი გამოდის და ქალბატონს ჩამოსვლაში ეხმარება.
- ყველას თქვენობით მიმართეთ. შენობით შეგიძლიათ მიმართოთ ძალზე ახლობელს და ნათესავებს, ასევე, ახლო მეგობრებს მათივე ნებართვით. უცხო ქალებს და მამაკაცებს შენობით ნუ მიმართავთ და პირიქით. თქვენობით მიმართვა ადამიანებს აიძულებს უფრო ზრდილობიანი იყვნენ.
- ნუ ჩაერევით სხვების საუბარში, ნუ მოინდომებთ იმ ადამიანების გაცნობას, ვინც ამის სურვილს არ ამჟღავნებს.
- მაღაზიაში ან დაწესებულებაში შესვლისას. იქ მყოფ აუცილებად მიესალმეთ. ზრდილობიანი ადამიანი ყოველთვის პირველი ესალმება.
- თავსაბურავს ყველაზე ადრე იხდიან და ყველაზე ბოლოს იხურავენ.
- ნებისმიერ შემთხვევაში, მიმართვისას ადამიანებს მხოლოდ სიტყვებით მიმართეთ, ხელებს ნუ გამოიყენებთ.
- ცხვირსახოცის, კბილის საჩიჩქნის და და სხვა პირადი სარგებლობის ნივთები მალულად გამოყენება საჭირო არაა, მაგრამ ნურც მათ აფიშირებას დაიწყებთ.
- სხვების ქცევის შესახებ შენიშვნებს ხმამაღლა ნუ გამოთქვამთ.
- ნუ დაბრძანდებით მაგიდასთან ძალიან შორს ან ახლოს. ნუ დაჯდებით სკამის კიდეზე და სუფრასთან ნუ ილაპარაკებთ.
- იდაყვებს მაგიდაზე ნუ ჩამოაწყობთ.
No comments:
Post a Comment