ეროვნული სასწავლო გეგმა თითოეული
საგნისათვის განსაზღვრავს სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი
შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალურ რაოდენობას. ამ
კომპონენტით შეფასებისას სტანდარტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად,
აუცილებელია შემაჯამებელი დავალების მრავალგვარი ფორმის გამოყენება:
1.თხზულება;
2.ტესტური დავალება;
3.მოხსენება;
4.რეფერატი;
5.პროექტი;
6.საველე-გასვლითი სამუშაო;
7.ლაბორატორიული კვლევა და სხვა.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ყველა
საგნისთვის დაზუსტებულია შემაჯამებელი დავალებების მინიმალური, სავალდებულო
რაოდენობა თითოეული სემესტრისათვის ცალ-ცალკე. მასწავლებელმა აუცილებლად
უნდა ჩაატაროს სასწავლო გეგმით განსაზღვრული ყველა შემაჯამებელი დავალება.
თუმცა, კლასის საჭიროებიდან გამომდინარე, მასწავლებელს შეუძლია დაამატოს
შემაჯამებელი დავალებები. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ვერ დაესწრო
შემაჯამებელ დავალებას, სკოლამ უნდა შეუწყოს ხელი და შესთავაზოს დამატებითი
შემაჯამებელი სამუშაო. შემაჯამებელი დავალებების აღდგენა ვრცელდება,
როგორც სავალდებულო, ისე მასწავლებლის მიერ დამატებულ შემაჯამებელ
დავალებებზე. გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის ვადები და
პირობები განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.
No comments:
Post a Comment